ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილია მოზარდი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე ტოიოტა „პრიუსის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მეათაკლასელ ბიჭს დაეჯახა.

დაშავებული ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ცხედარი  ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....