მთავარი ციტატა

“ძიძას გადმოუვარდა ბავშვი… წინა კორპუსიდან გოგო კიოდა” – დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე მეზობლები საუბრობენ

“ძიძას გადმოუვარდა ბავშვი, ასე თქვეს ეზოში. როგორც გავიგეთ გვიან საღამოს, მძიმე მდგომარეობაშია. წინა კორპუსიდან გოგო კიოდა, ბავშვიო რომ ყვიროდა, მეთქი რა ბავშვი, დახმარება ხომ არ გინდათ-მეთქი…”

ამის შესახებ “მთავარ არხთან” დიდ დიღომში მომხდარი ინცინდენტის თვითმხილველი საუბრობს

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადავარდა. 

ამ დროისთვის მცირეწლოვანის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა – ამის შესახებ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე საუბრობს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....