ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალი საფრთხე მსოფლიოსთვის – შავი ჭირის დადასტურებული შემთხვევების გამო მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა

შავი ჭირის ორი დაფიქსირებული შემთხვევის გამო, მონღოლეთმა რუსეთთან მოსაღვრე რეგიონი კარანტინში მოაქცია.

არსებული ინფორმაციით, შავი ჭირის ინფექციის სავარაუდო მიზეზი ვირზაზუნის ხორცის ჭამა გახდა. დაავდება ორ ადამიანს, ხოვდის პროვინციაში დაუდგინდა. გამოვნილია 146 პირველადი და 504 მეორეული კონტაქტი.

კარანტინში მოექცა ხოვდის პროვინციის ცენტრალური ქალაქი და ერთ-ერთი ოლქი, რომელიც 500 კილომეტრითაა დაშორებული სამხრეთი ციმბირის ტუვას და ალთაის რესპუბლიკებისგან.

2019 წლის მაისში მონღოლეთმა რუსეთთან საზღვარი ასევე შავი ჭირის გავრცელების გამო ჩაკეტა. 2019 წლის ინციდენტის დრო ცოლ-ქმარი ვირზაზუნას ხორცის ჭამის შემდეგ დაიღუპა.

იტვირთბა....