დედოფლისწყაროში ქალი, რომელმაც დასუფთავების მიზნით ბალახს ცეცხლი წაუკიდა, დაიწვა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმცია “მეტრონომს” დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა.
სხეულზე მიღებული დამწვრობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.