„რას ნიშნავს სავარაუდო კორუფცია, რა სისულელეს ლაპარაკობენ? არ დაინტერესებულხართ, რუსთაველზე მომიტინგეების დარბევის დროს გიგაურმა პრემია რომ მიიღო, რაში დახარჯა? ვთქვათ, ის ქარხანა არ არსებობს და 100 კილომეტრის რადიუსიდან ხომ არ მოიტანდნენ? ვინ მალავს ამ შეწირულობებს? მე რომ შევავსე დამაჯარიმეს ამიტომ მეტი როგორ გითხრათ?!“
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, 2018 წლიდან დღემდე მისი და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ტენდერებში გამარჯვების შედეგად 6,264,688 ლარი აქვთ მიღებული.