“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. ამის შესახებ კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური ფეიკ-კამპანია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით,ამის ნიშნები პირდაპირ იკვეთება და ინტენსიურია საკმაოდ ეს კამპანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. კონკრეტული ინფორმაციის შესახებ მე არ ვიცი, თუმცა, ხედავთ, რომ არის ინტენსიური „ფეიკ -კამპანია „ქართული ოცნების” წინააღმდეგ.
ეს კამპანია არის გაშლილი და სხვადასხვა სუბიექტია მასში ჩართული. ჩვენ ძალიან ხშირად ვავლენთ ხოლმე მათი მხრიდან გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“. აქაც 99- პროცენტიანი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება „ფეიკ- ნიუსი,” – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ორგანიზაცია სუს-ს და პროკურატურას მოუწოდებს, დეპუტატისა და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერები შეისწავლონ.