ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის საქმეში მთავარი მოწმე ე.წ. ,ფოტოგრაფი” ძალოვანი უწყების ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია”- ზვიად კუპრავა

სამოქალაქო აქტივისტი ზვიად კუპრაბა გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ზვიად კუპრავა წერს, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია და სწორედ ამას უკავშირდება მისი შეცვლილი ჩვენებები და ფოტოაპარატიდან წაშლილი მასალა.

“მეგობრებო, ჩემი ინფორმაციით შაქარაშვილის საქმეში, მთავარი მოწმე ე.წ. ,,ფოტოგრაფი” არის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი.

მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,,ფოტოგრაფი” პირადად იყო ამ მაღალჩინოსანთან სატელეფონო კავშირზე და ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ იქნა მისი ფოტოაპარატიდან “წაშლილი” იმ დღის მასალა და ასევე რატომ არის მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი.

აქვე ვიტყვი, რომ სანამ მე გავასაჯაროვებ ამ მაღალჩინოსნის სახელს და გვარს, მოკლე დროის განმავლობაში დაველოდები, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ილაპარაკონ სიმართლე.

პ.ს. ასევე, გამოძიების მიერ, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული და გასაჯაროებული იმ საბედისწერო ღამეს ფოტოგრაფის და მასთან კონტაქტზე მყოფი პირების სატელეფინო დეტალური ამონაწერი.. თუ ვისთან იყო ფოტოგრაფი სატელეფონო კავშირზე მთელი ღამისა და დღეების განმავლობაში,”- წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

 

 

იტვირთბა....