მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ბავშვებმა ჩხუბის დროს კუნთმაგარ ბიჭებს აღარ დაურეკონ” – დოლიძე

“გიორგი გახარია ისე იქცევა, თითქოს ხორავას საქმის დროს შს მინისტრი არ იყო. 1 წელი საზოგადოება, ათასობით ადამიანი მიტინგ-მიტინგ იბრძოდა სიმართლის დასადგენად, სიმართლე კი იყო შემდეგი – მოხდა საქმის ფაბრიკაცია, ვინაიდან არსებობდა პროკურატურის მაღალჩინოსნის ინტერესი. ხორავას საქმის შემდეგ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ბავშვებმა ჩხუბის დროს კუნთმაგარ ბიჭებს კი არ დაუძახონ, არამედ დაურეკონ პოლიციას და და კონფლიქტში ჩართონ მედიატორი.”

ანა დოლიძე –  ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული„ახალი პლატფორმის” წარმომადგენელი, იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი

ამის შესახებ ანა დოლიძემ ტვ პირველის “დღის ამბებში”, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....