ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ ავთვისებიანი ვირუსის შემოჭრა აღვკვეთეთ”- კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინმა  ქვეყანაში კორონავირუსისგავრცელება აღკვეთა. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა „მუშათა პარტიის“ პოლიტბიუროს სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას “Reuters”- ი ავრცელებს.

”ჩვენ საფუძვლიანად აღვკვეთეთ ავთვისებიანი ვირუსის შემოჭრა და შევინარჩუნეთ სტაბილური ეპიდემიური მდგომარეობა მსოფლიო შექმნილი ჯანმრთელობის კრიზისის მიუხედავად, რომელიც მიღწეული ბრწყინვალე წარმატებაა,”- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

SegaxsenebT, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

იტვირთბა....