“საარჩევნო კანონში ცვლილებემა ვერ გადაჭრა ვერც ერთი ის პრობლემა, რაც ახასიათებს არჩევნებს და რითაც ხდება არჩევნების გაყალბება. ამაზე გაამახვილეს ყურადღება როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ- ის ელჩებმა.ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ არაელჩების ენით – გვეუბნებიან, რომ კვლავ აგრძელებთ დაშინებას, მოსყიდვას, სუს-ისა და სხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამაზე ნათლად რა უნდა დაწერონ ელჩებმა ? გვეუბნებიან, რომ არ ვარგა ეს კანონი.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, აშშ-ის საელშო საქართველოში პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღება მოულოცა და ამავე დროს აღნიშნა, რომ კანონში კვლავაც რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:
“ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე,” – წერია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა: ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და კომისიების დაკომპლექტება.