ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

“როიტერსის“ ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა.

სააგენტოს ცნობით, ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკვე დაამტკიცა. თუმცა, მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება სურდა.

 

იტვირთბა....