ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება საკითხი, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე გახარიამ უპასუხა, რომ ამის თაობაზე წარმოდგენა არ აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.
„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ” – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.