ახალი ამბები მთავარი

“ზოგიერთები ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები პოლიტიკური კონიუქტურისთვის გამოიყენონ” – პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთები ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები პოლიტიკური კონიუქტურისთვის გამოიყენონ.  ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ,” – განაცხადა გახარიამ,

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცენ პასუხი.

“ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ,” – აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. 19 წლის ფეხბურეთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი

 

იტვირთბა....