ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არის ივანიშვილი-ნაცვლიშვილისგან დაფინანსებული კიდევ ერთი ოპოზიციონერი, რომლის შესახებაც თაკო ჩარკვიანი საუბრობს

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერის თაკო ჩარკვიანის გნცხადებით, საზოგადოება რამდენიმე დღეში შეიტყობს იმ პიროვნების სახელსა და გვარს, რომელიც ნაცვლიშვილ–ივანიშვილისგან ფინანსდება. ამის შესახებ მან “2020NEWS”-ს განუცხადა.

„ახლა, ცოტა ხანში მეორე ტიპი დასახელდება, ახალ სახელსა და გვარს გაიგებთ რუსული ვექტორიდან, ვინც ნაცვლიშვილ-ივანიშვილისგან ფინანსდება“ – აღნიშნა ჩარკვიანმა.

თუ ვინ არის ნაცვლიშვილი-ივანიშვილის დაფინანსებული კიდევ ერთი ოპოზიციონერი  სპიკერი და რომელი პრორუსული პარტიიდან,  ჩარკვიანი არ აკონკრეტებს, თუმცა,  მიუთითებს, რომ როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის „ერთიანი საქართველო – “დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიორგი ახვლედიანის დასახელება მოხდა, ასევე მოხდება ამ პიროვნების ვინაობის გასაჯაროებაც.

,,დაველოდოთ ორ დღეს. მე არ მინდა იმ ადამიანს გადავასწრო, ვინც ეს გამოძიება ჩაატარა, ამიტომ მე არ ავიღებ ჩემს თავზე კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებას. დაველოდოთ და მისი ვინაობაც ისევე გამოქვეყნდება, როგორც გიორგი ახვლედიანის სახელი და გვარი დაიდო პირდაპირ“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 5 ივნისს გიორგი ახვლედიანმა პარტია “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა, ამის მიზეზად კი „ტვ პირველში“ გასული სიუჟეტი დაასახელა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ტელევიზიაში გასული სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ის „ქართული ოცნების“ ე.წ. გარე სპიკერია, ტყუილია და ეს მისი პარტიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

ამ პროცესს წინ უძღოდა “კანონი და სამართალის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ნინო ბურჯანაძის პოლიტსაბჭოს მდივანი „ქართული ოცნებისგან“ ხელფასს იღებდა.

იტვირთბა....