ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გლდანში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

თბილისში, გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.

ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “მეტრონომს” შს სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....