19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ორ დღეში აგარაკზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, მეიჯარეს ინფორმაციით, იმ დროისთვის სამართალდამცველებს ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
თამარ გაგუნაშვილი მეგობართან ერთდ აღნიშნულ აგრაკს 2020 წლის იანვრიდან წვეულებებისთვის აქირავებს და ამბობს, რომ 12 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ანა გაბეჩავა, რომელმაც უთხრა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ აღნიშნულ აგარაკზე სურდა.
„გვითხრა 19 წლის ვხდებიო, 50 ლარი ჩაგვირიცხა წინასწარ „ბეს“ სახით და დანარჩენი 300 ლარი ხელზე მოგვცა, როდესაც მოვიდა. 350 ლარად მივაქირავეთ, რადგან ცოტანი უნდა ყოფილიყვნენ” – ყვება მეიჯარე.
გაგუნაშვილის თქმით, ობიექტს წვეულებებისთვის კვლავაც აქირავებს, მათ შორის ადასტურებს, რომ ანი გაბეჩავას დაბადების დღის, ანუ 19 ივნისის შემდეგ აგარაკი 21 ივნისს გააქირავა.
ამ დროისთვის წვეულებაზე მყოფი გიორგი შაქარაშვილი უკვე ორი დღის გარდაცვლილია და მას ყველგან ეძებდნენ, მათ შორის აღნიშნული აგარაკის მიმდებარედ.