“დღეს ახლა სისულელეებს ამბობენ, რომ 30 ქალი გვინდა პარლამენტში. არ ვარ წაინააღმდეგი, მაგრამ 30 გუგული მაღრაძე რომ აღმოგვაჩნდეს არ მინდა. ამდენი ხალხის დიეტაზე მზრუნველი გუგული მაღრაძე, თორემ ისე კი არ ვერჩი.”
თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალი”
ამის შესახებ ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც. კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება, ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.