aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ის შეცდომა, რაც პროკურატურამ ხორავას საქმის გამოძიების დროს დაუშვა, არ უნდა გაიმეოროს” – ლომჯარია

“ის შეცდომა, რაც პროკურატურამ ხორავას საქმის გამოძიების დროს დაუშვა, არ უნდა გაიმეოროს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი

ამის შესახებ ლომჯარიამ ტვ პირველის “დღის ამბებში” გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. 19 წლის ფეხბურეთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი.

იტვირთბა....