“ჩვენ ველოდებით, რომ საფრანგეთი ბოდიშს უპირობოდ მოიხდის. საფრანგეთის მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელება და თურქეთის წინააღმდეგ მოქმედება დაუშვებელია. სიმართლე არ არის ის, რომ ჩვენმა გემებმა ფრანგულ ფრეგატს გაფრთხილება მისცეს.”
მევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, საფრანგეთი ევროკავშირსა და ნატოს სიმართლეს არ ეუბნება.
ცნობისთვის, 10 ივნისს ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან ინციდენტი მოხდა, როდესაც ფრანგული სამხედრო გემი Courbet-ი თურქული ფრეგატის სამიზნეში აღმოჩნდა.