ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან საზღვრები გახსნან, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები”- ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან გახსნან საზღვრები, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილებები არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად მოხდება ისე, რომ არცერთის ქვეყნის მოქალაქეებს საფრთე არ შეექმნას.

გერმანაიმ გამოაცხადა, რომ არანაირ წინაპირობას არ აყენებს, თუმცა იქ შეიძლება, რაღაც წესები დაწესდეს, თუმცა ის უშვებს და ემორჩილება რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი. ის ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს, რომ მზად არიან, ბუნებრივია, მათთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენი გადაწყვეტილებაც საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით იქნება ორმხრივად შეთანხმებული.

არის ორმხრივად დასადგენი ამბავი ჩვენსა და გერმანიას, ჩვენსა და საფრანგეთს, ჩვენსა და ბელგიას, ჩვენსა და ლატვიას შორის. ჩვენ მათ მოქალაქეებზეც ვზრუნავთ და ჩვენს მოქალაქეებზეც,”- განაცხადა ზალკანიანმა.

შეგაზენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ არაწევრი ქვეყნების ოფიციალურ სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც  1-ელი ივლისიდან საზღვრებს ხსნის. ამ ქვეყნების სიაში საქართველოცაა.

 

იტვირთბა....