მექსიკაში, ქალაქ ირაპუატოში არსებულ ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი მოკლეს – ინფორმაციას ამის შესახებ AL JAZEERA ავრცელებს.
მათივე ცნობით, თყვიამფრქვევით შეიარაღებულმა მამაკაცმა სარებაილიტაციო ცენტრის დაცხრილვის შემდეგ აგრეთვე მძიმედ დაჭრა 7 ადამაინი, რომელთა მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გახდა თავდასხმის მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრი სახელწოდებით „ვიბრუნებთ სიცოცხლეს“ არალეგალურად ფუნქციონირებდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები, რომელიც ასახავს სარეაბილიტაციო ცენტრის ოთახებში მუცელზე მწოლიარე 11 დასისხლიანებული ადამიანების გვამებს, პოლიციამ უკვე საჯაროდ გამაოქვეყნა.