aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

“გავიმარჯვეთ…” – ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანამ COVID 19 დაამარცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ კორონავირუსზე გამარჯვება მოიპოვა. მას მხარს უბამს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა, რომელიც აცხადებს, რომ ბელორუსში ვითარება პროგრესისკენ მიდის.

“წინა ხაზზე აღმოჩნდნენ ექიმები და მთლიანად მედპერსონალი. ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კრიზისულ სიტუაციებს გაუძლო. ჩვენ კორონავირუსთან ბრძოლას არ ვწყვეტთ, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ…” – აცხადებს ლუკაშენკო.

მიუხედავად ბელორუსის პრეზიდენტის ასეთი ოპტიმისტური განცხადებისა, გაეროს უმაღლესი კომისარი მიშელ ბეჩელეტი აცხადებს, რომ რიგი ქვეყნები, მათ შორის ბელორუსიც ამცირებენ COVID 19-ის სერიოზულობას, რითაც ძირს უთხრიან კორონავირუსთან ბრძოლის ძალისხმევას.

ცნობისათვის, 2 ივლისის მონაცემებით, ბელორუსში 63 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ბოლო 24 საათში 306 შემთხვევაა რეგისტრირებული. სულ ქვეყანაში დაიღუპა 398 ადამიანი.

 

იტვირთბა....