ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ფოტოგრაფი სურათებს იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და ის აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას აპირებს”- შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალ დეტალები ხდება ცნობილი. სავარაუდოდ, მცხეთის აგარაკზე  მყოფ ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე მომხდარი დაპირისპირებისა და თავად შაქარაშვილის გაუჩინარების ამსახველ კადრებს ინახავს.

აღნიშნული ინფორმაცია “მთავარ აქვენტებში” გავრცელდა, რომელიც “რადიო თავისუფლებისგან” მიიღო.

გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა პატაკი, რომელიც მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა დაწერა.

პატაკის მიხედვით, რომელიც 22 ივნისაა დაწერილი, გამომძიებელი ფლობს ინფორმაციას, რომ იაკობ ბრეგვაძემ გადაიღო დაპირისპირებისა და შაქარაშვილის გაუჩინარების მონაკვეთი და ის აპარატის განადგურებას აპირებს.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს “სონის” სიფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 19 ივნისს აგარაკზე მომხდარი დაპირისპირებისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს, იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას.”,- წერია პატაკში.

ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გადაცემაში სტუმრობოსას ავცადებს, რომ საქმეში არანაირი აპარატი არ არსებობს და ამის შესახებ პირველად გაიგო.

 

 

იტვირთბა....