“აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე და მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება”.
გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, 6 ივლისს იწყება ეროვნული გამოცდები, რომელიც 25 ივლისამდე გასტანს.