aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“4 ახალი შემთხვევიდან ორი აზერბაიჯანიდანაა შემოსული, ერთი ბელორუსიიდან” – მარინა ეზუგბაია COVID-19-ის ახალ შემთხვევებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს.

„8 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, დანარჩენი 7 ყველა შემოტანილი შემთხვევაა, მათგან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი – მოქალაქე.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ოთხივე ინფიცირებული სატვირთოს მძღოლია. 4 ახალი შემთხვევიდან ორი აზერბაიჯანიდანაა შემოსული, ერთი ბელორუსიიდან, ერთიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა. ჩატარებული კვლევების მიხედვით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....