ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცვლილება, რომელზეც განგაშის ზარი უნდა იყოს ატეხილი: “ივანიშვილს მიეცა ბერკეტი ზეწოლა მოახდინოს სოციალურ მკვლევარებზე”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ახალი ცვლილებები, რომელივ მედიას ეხება, მაინც და მაინც პოზიტიური ვერ არის. მისი თქმით, არჩევნებში მედიარეგულაციასთან დაკავშირებული თემები ყურადღების ღირსია.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ცვლილებები, ეხება საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიურ კვლევებს. ნატროშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ საკმაოდ გამკაცრებულია რეგულაციები სოციოლოგიური კვლევის დამკვეთების, მათ შორის იმათ მიმართ, თუ დამკვეთი მედიაორგანიზაციაა.

მისი განცხადებით, კვლევის სანდოობისთვის მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გამოითხოვოს მედიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა და გადაამოწმოს თუ რამდენად სანდოა ეს თუ ის კვლევა.

ექსპერტის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა ისეთ მასალებზე მიუწვდებოდეს ხელი, რომელიც კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის კომერციული საიდუმლოება იყოს. ნატროშვილი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ კვლევის შედეგების სანდოობის შესწავლისას კვლევის ჩამტარებელი იძულებული იქნება დაასახელოს ის ადამიანები, ვინც გამოკითხა. ასეთ ვითარებაში კი, ექსპერტის აზრით, რესპონდენტებს არ მოუნდებათ კვლევის კითხვარში რეალური პასუხების დაფიქსირება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია. მისი თქმით, გასაკვირია, რომ ამ საკითხზე არ არის ატეხილი აჟიოტაჟი, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული განსჯის საგანი.

“ძალიან მიკვირს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე განგაშის ზარები არ არის ატეხილი. პარლამენტმა მიიღო ცვლილება კანონმდებლობაში, რითაც მთავრობას, დღევანდელი მდგომარეობით, პირადად ბიძინა ივანიშვილს, მიეცა ბერკეტი, ზეწოლა მოახდინოს სოციალურ მკვლევარებზე, ვინც სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს.

ამ ცვლილებით, მთავრობამ შეუძლია აკონტროლოს, რამდენად „კეთილსინდისიერად“ ჩაატარა ვიღაცამ სოციოლოგიური გამოკითხვა. რა მთავრობის საქმეა ეს? რა იცის მთავრობამ, რას ნიშნავს „კეთილსინდისიერება“ კვლევებში? პრაქტიკულად, ამით მთავრობა კვლევებს ვერ აკრძალავს, მაგრამ მკვლევარები შეიძლება ისეთ დღეში ჩააყენოს, რომ მათ ფიქრი დაიწყონ: ღირს კი საერთოდ პოლიტიკოსებზე კვლევების ტარება? იქნებ გავერიდოთ შარს და უფრო უსაფართხო რაღაცეები ვიკვლიოთ? ან ისეთი შედეგები ვაჩვენოთ, რომელიც მთავრობას მოეწონება”. – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....