ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაუგებრობას აქვს ადგილი, ჩვენი ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან” – “აირზენას“ გენდირექტორი ნათია თურნავას კრიტიკას პასუხობს

“ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.

როგორც ბოკერია აცხადებს, მცირეოდენ გაუგებრობას და მისკომუნიკაციას აქვს ადგილი.

„ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გვაქვს მათგან ყველა დანიშნულ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ნებართვა. გაუგებრობას აქვს ადგილი და არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება. ქალბატონი ნათია ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ავიაციას და მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დარწმუნებული ვარ, რომ მცირეოდენ გაუგებრობას და მისკომუნიკაციას აქვს ადგილი,” – აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის თქმით, კომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს შუთანხმებლად ყიდის.

იტვირთბა....