მონღოლეთის ერთ-ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას The sun ავრცელებს.
მათივე ცნობით, შავი ჭირი ხოვდის პროვინციაში მცხოვრებ ორ ძმას დაუდასტურდა, რომლებმაც ზაზუნის ხორცი ჭამეს. გამოიკვლიეს მათთან კონტაქტში მყოფი 146 პირი.
პროვინციის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
ამ დროისთვის კრიტიკულია ერთ-ერთი ძმის მდგომარეობა.
27 და 17 წლის კაცებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოში მკურნალობენ.