ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

„ერთიანი საქართველო” მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძე „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში შესვლას გამორიცხავს.

„ვაპირებთ, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. „ერთიანი საქართველო“ იქნება #3. ვთხოვ ადამიანებს, რომ სწორი ანალიზი გააკეთონ, შეხედონ პოლიტიკური პარტიების პლატფორმებს, გამოცდილებასაც, ქცევასაც და აქედან გამომდინარე მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ჩვენ სერიოზულად მოვიპოვებთ გამარჯვებას დამოუკიდებლად, ყველას გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ არავის ველაპარაკებით.

ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვაპირებ, რომ კოორდინირებას მაჟორიტარებთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო იქ, სადაც ჩვენთვის მისაღები მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

რაც შეეხება კოალიციას, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში ვიყო. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა განაცხადოს, რომ თუ ის ხელისუფლებას ებრძვის, ის არ უნდა იყოს კოალიციაში „ქართულ ოცნებაში“. არ ვაპირებ, კოალიციაში ვიყო „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ – განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....