„გენდერული კვოტის ნაცვლად პარლამენტში მოსახვედრად ფსიქიატრის ცნობას მოვითხოვდი“ – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს. ამის შესახებ შარაშენიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
აქვე შეგახსენებთ, რომ “საარჩევნო კოდექსის” პროექტის მიხედვით, პარტია, რომელსაც სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც არ ეყოლება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ვერ დარეგისტრირდება.
ამ საკითხს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, ქალთა ქვოტირებაზე საუბარი წარმოუდგენელი შეურაცხოფა და დისკრედიტაციაა. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.