ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მკვლევარები მორიგ ეპიდაფეთქებას არ გამორიცხავენ, – “ღორის გრიპის” ახალი შტამი ჩინეთში დადასტურდა

მსოფლიო შესაძლოა ახალმა პანდემიამ მოიცვას, მორიგ საფრთხეზე მკვლევარები უკვე საუბრობენ. კერძოდ, საუბარია ღორის გრიპის H1N1-ის ახალ შტამზე, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა. მეცნიერებმა ახალ ვირუსს G4 უწოდეს. ამასთან, ვირუსი შეიძლება სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. შესაბამისად, სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს კოვიდ-19-ის მსგავს აფეთქებას.

ახალი ვირუსი ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერებმა ვირუსის არსებობის მტკიცებულებები უკვე იპოვეს. G4 უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ ცხოველების სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში.

ჩინეთის 10 პროვინციაში განთავსებული ფერმების გამოკვლევისას, 30 ათასამდე ანალიზი შეაგროვეს და 10 %-ზე მეტს ახალი ტიპის H1N1 უკვე გადატანილი ქონდათ. სპეციალისტების განცხადებით, ახალი შტამი ახლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი იგნორირებაც არ შეიძლება.

 

იტვირთბა....