ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ბოკერია: “იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, ახლა უნდათ, თოჯინებად ჰყავდეთ”

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გენდერული კვოტირების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებების მიმართულებით პრობლემები არსებობს, თუმცა კვოტირება შედეგის ხელოვნურად დაყენებაა, რაც მიუღებელია.

მისივე თქმით, პარლამენტარები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, დღეს კვოტირებას მხარს უჭერენ და უნდათ, ქალებით თოჯინებად ჰყავდეთ.

„არ შეიძლება იმ მიზეზების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს – ზეწოლა, დისკრიმინაცია, მიზეზებთან ბრძოლის მაგივრად შედეგი დააყენო ხელოვნურად, პირიქით, იგივე საქმეს აფუჭებ და ისე აყენებ საქმეს, თითქოს ქალებს თავისით არ შეუძლით მიღწევა თუ ხელს არ შეუშლის ვინმე ფიზიკურად? ესააა ყველაზე დიდი შეცდომა, თავისუფლების და ქალთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. კვოტები არაა მისაღები, არა იმიტომ, რომ პრობლემა არ არსებობს. უმძიმესი პრობლემები გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით, მაგრამ ამ გზით წასვლა, რომ ყველას, ვისაც პრობლემა აქვს, მათთვის კვოტები მიიღო, არის დემოკრატიის გაუქმება, ამ ჯგუფების დაღუპვა.

იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მათ, ვინც ქალებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს და ასეთები სხედან დარბაზში და ხმას აძლევენ ფარისევლურად, როდესაც თვითონ იმეორებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. ახლა უნდათ, რომ თოჯინებად ჰყავდეთ. ეს არის შეურაცხყოფა ქალების და შედეგსაც არ გამოიღებს” – აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისათვის, ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურმა სუბიექტმა პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა მიუთითოს.

 

იტვირთბა....