“განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რადგან არ მაქვს უფლება. ერთი ვარიანტია, რომ დამოუკიდებლად გავიდეთ ან ვიღაცასათან ერთად ბლოკში. იქაც (პარტიაში) არის სხვადასხვა მოსაზრებები და ალბათ შევჯერდებით. თბილისში შეთანხმება მნიშვნელოვანია, რეგიონებში ტექნიკურად არის ძალიან რთული, თორემ სასურველი იყო, რომ 30-ვე ოლქში ერთი ფრონტით გამოვსულიყავით, მაგრამ სადაც “ლელო” და სხვები ამბობენ, რომ “არა,” – ერთი ფრონტი აღარ გამოდის, თავიდანვე ეს იყო გასარკვევი.”
დავით ზურაბიშვილი – “რესპუბლიკური პარტიის წევრი.
ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში განაცხადა, სადაც პარტიის სამომავლო გეგმებსა და მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავაშირებით ოპოზიციური სექტრის შეთანხმების შესახებ ისაუბრა.