„მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ოპოზიცია დაყოს ჯგუფებად და მიაწებოს სხვადასხვა იარლიყი, ეს მისი საქმე არ არის, მმართველმა გუნდმა საკუთარ პარტიას მიხედოს. იარლიყების მიწებება და ოპოზიციის ჯგუფებად დაყოფა ახალი არ არის, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო ეს მიდგომა და ეს მესიჯები მმართველმა პარტიამ. ნაწილს ეძახის კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას, ნაწილს მისთვის მოსაწონს და ამით ორივეს აზიანებს სინამდვილეში”
თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახდებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ჩუგოშვილი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს „ერთ მხარეს დარჩა „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა”, მეორე მხარეს – პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა.”