ახალი ამბები ბანკები ბიზნესი მთავარი

დღეიდან: TBC PAY სწრაფი გადახდის აპარატებიდან ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიოს აუქმებს

TBC Pay-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდან “თიბისის” ნებისმიერი ფიზიკური პირის ანგარიშზე თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

საკომისიოს გაუქმება შეეხება გარე ლოკაციაზე განთავსებულ “თიბისის” სწრაფი გადახდის ნებისმიერ ტერმინალს. ცნობისათვის, მომხმარებელს 1-ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.

“თიბისის” სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებზე ახალი პირობებით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.

იტვირთბა....