ნიდერლანდებმა საქართველოსთან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის. ჩამონათვალში 15 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.
როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ივლისიდან ნიდერლანდები მიიღებს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული თხუთმეტივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
ნიდერლანდების მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა.