“ირაკლი კობახიძე ჩვენს მიმართ ნებისმიერ ფაქტს ნათლავს, ჩვენს შავბნელ მოლაპარაკებებად „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თავად რა დღეშიც არის, ჰგონია, რომ სხვებიც ისე არიან. მის განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ირაკლი კობახიძე გამოირჩევა უცნაური განცხადებებით. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი და მესამე მოსმენით ხმა მივეცი, მეორე კენჭისყრაზე არ ვიყავი და ლოგიკა სად არის? ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო, უბრალოდ, მოულოდნელი ამბები ადამიანს ხომ ემართება? – 200 მქონდა წნევა.”
ადა მარშანია – ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი
ამის შესახებ მარშანია საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რითიც იგი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის შეფასებებს. კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ემზარ კვიციანი და ადა მარშანია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას გამიზნულად ჩამოაშორეს.