ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამერიკაში COVID-19 იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მისი კონტროლი ვერ ხერხდება” – ჯანდაცვის ექსპერტი

ამერიკის დაავადებათა კოტროლის ცენტრის ერთ-ერთი ექსპერტი, ექიმი ანი შუჩატი აცხადებს, რომ კორონავირუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელია.

მისი თქმით, ზოგიერთმა შტატმა ქვეყანაში ახალი რეკორდი დაამყარა ახალი შემთხვევების რაოდენობით.

“ახლა ქვეყანაში ვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ვფიქრობ, ქვეყანაში ბევრი იმედის მომცემად ფიქრობდა, რომ ახლა ზაფხულია და ყველაფერი კარგად იქნება. იმედი გაჩნდა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, თუმცა იმის დასაწყისშიც კი არ ვართ, რომ ეს დავასრულოთ. გასული კვირის განმავლობაში ბევრი შემაშფოთებელი ფაქტორი გამოჩნდა”, – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა.

ექიმმა შუჩატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს ატარონ დამცავი პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და არ ელოდნონ რაიმე გაუმჯობესებას ვაქცინის შექმნამდე.

იტვირთბა....