“ვლადიმერ პუტინი რუსეთის მარადიულ პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ. მსოფლიოში პუტინის მასშტასბის მეორე პოლიტიკოსი არ არსებობს და რუსეთის მოქალაქეებმა ამით უნდა იამაყონ.”
რამზან კადიროვი – ჩეჩნეთის ლიდერი
ამის შესახებ კადიროვმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადით ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ 16 წლით ყოფნის უფლება მიეცემა.