ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დიახ, არის ასეთი პარტია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას“ – გოცირიძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართ, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ. გოცირიძე „ქართული ოცნების“ წევრების „რადიკალური ოპოზიციის“ ხსენებას გამოეხმარა და დეპუტატებს ურჩია, მსგავსი ტერმინები არ გამოიყენონ.

მისივე თქმით, ისინი არიან იმ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლები, რომლებიც, კოლაბორაციონისტ მთავრობას დაამარცხებენ.

„კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ, გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს. „რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია“ და გახსოვთ ალბათ რა უყო და რა დღეში ჩააგდო ამ რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნისტურ პარტია. ეს მესიჯბოქსი ვინც თქვენ გასწავლათ, მათ ელემენტარულად არ აქვთ წარმოდგენა ქართულ ისტორიაზე, ამ ენით საუბარი იდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან“ – მიმართა გოცირიძემ დეპუტატებს.

გოცირიძეს უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გააწყვეტინა სიტყვა, რომელმაც მას ჰკითხა, რამდენჯერ აქვს ლენინის ძეგლთან ყვავილები მიტანილი, რასაც დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ამის გამო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ორივე დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა და გოცირიძეს მოუწოდა, კანონპროექტთან დაკავშირებით დაესვა კითხვა, რის შემდეგაც გოცირიძემ უმრავლესობას მიმართა:

„დიახ, არის ასეთი პარტია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას“.

იტვირთბა....