ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება” – ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 6 ივლისიდან პროფესიული სასწავლებლები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ფერაძის თქმით,  შემოწმების შემდგომ დადებითი დასკვნა უკვე მიიღო სასწავლებლების ნაწილმა, მომდევნო ორშაბათამდე კი, სავარაუდოდ, პროცესი სრულად იქნება დასრულებული.

,,მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება, რომელმაც გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და დადებითი დასკვნა მიიღო. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება, შესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, ეს პროცესი სრულად იქნება დასრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი ფუნქციონირება ორშაბათიდან ნებადართული იქნება,”  – აცხადებს ფერაძე.

მისივე ინფორმაციით, აქამდე ტრენინგის ჩატარება მხოლოდ ღია სივრცეში იყო ნებადართული, თუმცა ორშაბათიდან ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია, მათ შორის დახურულ სივრცეში, ნებადართული იქნება.

იტვირთბა....