“ევროკავშირის სპეციალური განცხადება გახლავთ გერმანიის ელჩის მიმართ უზენო თავდასხმის დაგმობის თაობაზე. ამ განცხადებამ მდაბიო პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს “სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა. ვერ გეტყვით, რამდენად გამოაფხიზლებს საკუთარ კაკანათში გაბმულ და “გამონათელაშვილებულ” ოპოზიციას ევროკავშირის მიერ საჯაროდ გაწნული სილა, მაგრამ მოძღვრება გვასწავლის, რომ ხსნა სასიკვდილო სარეცელზეც შესაძლებელია. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით დაგაკვირდებით…”
ლაშა ნაცვლიშვილი, “ქართული ოცნების” პიარ-კონსულტანტი
სოციალური ქსელი
ცნობისათვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. „ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ” – ასეთი განცახდება გააკეთა ევროკავშირმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.