„როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირის ელჩზე და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე, რადგან ის სახელმწიფოს წარმოადგენს, უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც ადამიანი თავის აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვებია, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ ქნირში ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩვენი მეგობარია.“
გრიგოლ ვაშაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის შესახებ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” გერმანიის ელჩის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
ცნობისათვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.