“წელს ერთ-ერთი პროგნოზია, რომ შესაძლოა, იყოს ზედდება კორონავირუსული ინფექციის და გრიპის ინფექციის. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ, ისინი ვისაც მაღალი რისკი აქვს, რომ ადვილად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ამ ორი ინფექციის. გვაქვს ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა და ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა 794 პაციენტი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.