ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაშვებული იქნება საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები” – ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, ორშაბათიდან, დაშვებული იქნება ისეთი ბიზნესსაქმიანობები, როგორიცაა საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კომფერენციები. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრაქტიკულად შემუშავებული აქვს პროტოკოლი, რომელიც დაზუსტება და ორშაბათამდე გამოქვეყნდება.

„ საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვა იყო ტრენინგების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების, ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს წესებიც დაცვით მოხდება. უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით, ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება ერთის მხრივ, რომ არ შეწყდეს ტრენინგ პროგრამა და მეორეს მხრივ, დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, რომ მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს,” – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ასევე უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება საგამოფენო აქტივობების განახლება. თურნავამ ისაუბრა იმ საქმიანობებზეც, რომელიც დღეს მონაცემებით შეზღუდული რჩება და აღნიშნა, რომ შედეგ ეტაპზე განიხილება პროტოკოლის დაცვით ამ საქმიანობებზეც შეზღუდვების მოხსნა.

“გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ, საუბარია ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“,-განაცხადა თურნავამ.

იტვირთბა....