აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 15 ივლისიდან რუსი ტურისტებისთვის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხს განიხილავს. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ შექმნილმა „შტაბმა“ დე ფაქტო უწყებებს დაავალა, შეიმუშაონ ტურისტებისთვის აფხაზეთის გახსნის გეგმა.
“ბევრი სამუშაო აქვს ტურიზმის სამინისტროს ტუროპერატორებთან, რომლებიც აფხაზურ მხარეს მუშაობენ, ასევე სადაზღვევო კომპანიებთან და ყველა იმ სტუქტურასთან, რომელიც ამ ბიზნესში საქმიანობს. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მივიღეთ რუსეთიდან, როგორ დავაორგანიზოთ მსგავსი სამუშაო. საჭიროა, სწორი საგზაო რუკის შემუშავება.
ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქები რთულ დღეში არიან, დაზარალებულია ეკონომიკა, ფინანსები, ფულის და სავაჭრო ბრუნვა. ჩვენ ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვედით, თუმცა, არასწორმა ნაბიჯმა, მომავალში შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, აფხაზურმა მხარემ, ენგურის გარდა, ე.წ. გამშვები პუნქტი რუსულ მხარესთანაც ჩაკეტა.
ამ ეტაპზე, ოფიციალური ცნობით, რუსი ტურისტები აფხაზეთში ვერ შედიან, რაც თავის მხრივ, იმ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ვისი შემოსავალიც ტურიზმზეა დამოკიდებული