ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსის 10 დადასტურებული შემთხვევაა – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში იმყოფება ერთი პაციენტი, რომელიც ყირიმ-კონგოს ვირუსით მკურნალობდა, თუმცა, ეზუგბაიას თქმით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და მალე კლინიკას დატოვებს.

მისივე ინფორმაციით, წელს ქვეყანაში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა.

“ჩვენ ამ ეტაპზე ყირიმ-კონგოს ვირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც გამოჯანმრთელებული და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს.  საეჭვო ყირიმ კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ყირიმ-კონგოს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი დატოვებენ კლინიკას. შემიძლია გითხრათ, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში ყირიმ კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა. ვნახოთ დინამიკაში როგორი იქნება“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....