ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ფეესბემ” რუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

რუსეთის უშიშროების სამსახურმა, ვლადიკავკაზში დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ბრალად ტერორისტულა აქტის მომზადება ედებათ. ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდი” რუსეთის უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური რესპუბლიკის” ლიდერებთან. სამართალდამცველების მტკიცებით, დაკავებული ძლიერ აფეთქებას გეგმავდა ვლადიკავკაზის ადმინისტრაციულ შენობაში და პრევენციული ზომების მიღების შემდეგ, განზრახვა სისრულეში მოყვანილი ვერ იქნა.

ასევე ირკვევა, რომ დაკავებულს მობილურ ტელეფონში აღმოჩინეს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერებთან მიმოწერა, რომლის მიხედვითაც დეტალებში იყო გაწერილი, თუ როგორ იგეგმებოდა აღნიშნული ტერაქტი.

 

 

იტვირთბა....