“გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმას პირადად კადიროვი კურირებს. გაბუნიამ ღიად ისაუბრა პუტინზე, რაც კრემლში უყურადღებოდ არ დარჩენილა. მხოლოდ კადიროვის სურვილია, გაბუნიას ლიკვიდაციით პუტინი ასიამოვნოს. ვფიქრობ, დაკავებული ქილერი მარტო არ მოქმედებდა. არსებობს შანსი, მცდელობა ისევ განმეორდეს. ძალიან საშიშია, როდესაც კადიროვი და მისი გარემოცვა გემუქრება. გაბუნიას უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს”
ტუმსო აბდურაჰამნოვი, ბლოგერი
“მთავარი”
შეგახსენებთ, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ასლანბეგ ბოკოევი, რომელიც სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმაში მონაწილეობდა.