სამართალდამცველებმა კახეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და კიდევ ერთის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა. მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ. მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ა. მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ. მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.